თამაზ მეჭიაური: ბიუჯეტის პროექტი სადავო ხელოვნურად გახადეს

„ჩემი ბრალეულობა სად არის, შეშა რომ არ მოიტანეს თუ ბიუჯეტი ზაქარიას დავალებით რომ ჩააგდეს, ამის გამო ფული მე ვერ გადავრიცხე და წინა გამგებლის დროს მარაგი არ შექმნეს სათანადო”- ამის შესახებ თიანეთის მერმა განაცხადა.

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი სადავო ხელოვნურად გახადეს და საკრებულოს უმრავლესობა „მითითებების” მიხედვით მოქმედებს.

თიანეთის მერი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს უმრავლესობა დოკუმენტს მხარს მესამედ დაუჭერს, რადგან მათ ხელახალი არჩევნების ჩატარება არ აწყობთ. მეჭიაურის მტკიცებით ხელახალი არჩევნების შემთხვევაში უმრავლესობის წევრები დეპუტატის მანდატს ვეღარ მოიპოვებენ.

კანონის მიხედვით, თუკი საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მესამედაც ჩააგდო, საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ თიანეთში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია და მოსახლეობა შეშის გარეშეა დარჩენილი, რაც თიანეთის მერის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია.

banner
წინა სტატიაშილგბტ ფერების სამკლაური – კაშიას ქმედებას მხარს 31% უჭერს
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი : დღეს სიჩუმე დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარია ამ მხრივ ძალიან აქტიური იქნება