თინა ბოკუჩავა : გვინდა მოვისმინოთ ომბუდსმენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის გამოყენებით ხდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენის პოზიცია.

„ჩვენ დღეს გვინდა მოვისმინოთ სახალხო დამცველის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სისტემის გამოყენებით. ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ესაა სუფთა წყლის პოლიტიკური დევნა და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო შეწყალების საქმესთან დაკავშირებით. სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, იმისთვის, რომ მან შეიწყალა ადამიანები, ესაა სრული ნონსენსი, ასეთი პრეცედენტი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ქვეყნის სახალხო დამცველის, მთავარი უფლებადამცველის პოზიცია მათ შორის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკაფიო განცხადებები და სწორი შეფასებები მიეცეს იმ პოლიტიკურ დევნას, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოში. რა პროცესი განვითარდება უკრაინაში ეს სხვა ოლიგარქის კომპეტენციაა, თუმცა რა თქმა უნდა, ივანიშვილი და პოროშენკო ამ მიმართულებით ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ჩვენ ვიცით, რომ შედგა შეხვედრა ორ პროკურატურას შორის და ზოგადად, ესაა კოორდინირებული პროცესი ორ ოლიგარქს შორის, მათი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ომბუდსმენის მთავარი ამოცანა არაა პოლიტიკური პროცესის შეფასება, ”თუმცა მას შეუძლია შეაფასოს ის სამართლებრივი ნონსენსი, რომელიც ივანიშვილმა აწარმოა”.

banner
წინა სტატიაში“NDI-ის კვლევიდან ჩანს რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიალგბტ ფერების სამკლაური – კაშიას ქმედებას მხარს 31% უჭერს