(video) ლევან ვარშალომიძემ ბეშუმში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა სცადა

ბეშუმში, “შუამთობის” დღესასწაულზე მცირე ინციდენტი მოხდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ბეშუმში მყოფი ლევან ვარშალომიძე, მხარდამჭერებთან ერთად, სცენაზე ასვლას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისაცა.

ინციდენტის გამო, “შუამთობის” დღესასწაული მცირე ხნით შეფერხდა.

„კორდონები და დაცვები არ არის საჭირო ხალხთან ურთიერთობისას,“ – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძე, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მომხდარ ინციდენტს.

„დღეს დიდი დღესასწაულია, ხალხის დღესასწაულია და ამოვედი, რომ მიმელოცა ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ხედავთ კორდონს, როგორ არის დაცული მთავრობა ხალხისგან და სცენისგან. ახლა მივდივარ მათთან, ყველა უნდა მოვინახულო და მათთან ერთად მინდა, აღვნიშნო შუამთობის დღესასწაული. კორდონები და დაცვები არ არის საჭირო ხალხთან ურთიერთობისას,“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

 

 

https://youtu.be/YmyOB3der0A

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა
შემდეგი სტატია“ხელისუფლება მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს” – კახიძე კალაძეს ფაქტებს ახსენებს