კახა კალაძე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა

ვიცე-პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, პოლიტიკურ მანიპულაციაში ადანაშაულებს და მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლაზე გაკეთებულ მის განცხადებას “სიცრუეს” უწოდებს.

კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გამოძიება დაწყებულია, თუმცა ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ბატონი პაპუაშვილის მხრიდან, აშკარად წარმოადგენდა, ყოველ შემთხვევაში, იყო მცდელობა დისკრედიტაციის შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე მოვისმინეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ არავითარ ზეწოლა არავის მხრიდან არ ყოფილა. ასე რომ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა. მე პირველივე დღეს გამოვთქვი ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო პოლიტიკური მანიპულაცია, რადგან პაპუაშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე იყო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“განათლების სამინისტრომ, 2016-2017 წლის სასკოლო წიგნებისთვის 4-ჯერ ძვირადღირებული ხელშეკრულება გააფორმა”
შემდეგი სტატია(video) ლევან ვარშალომიძემ ბეშუმში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა სცადა