“ხელისუფლება მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს” – კახიძე კალაძეს ფაქტებს ახსენებს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებას, სადაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკურ მანიპულაციებში დაადანაშაულა და მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლაზე გაკეთებულ მის განცხადებას “სიცრუეს” უწოდა, ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა. ენმ-ს წევრის, ოთარ კახიძის თქმით, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტული ფაქტები და არც ერთ მათგანზე გამოძიება დღემდე არ განხორციელებულა.

„მათივე განცხადება, რომ პროკურატურას გადაეცეს უფლება, როდის დაიწყოს საქმეების განხილვა, უკვე ადასტურებს და ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ თავად ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. მინდა, გავახსენო ვიცე-პრემიერ კალაძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებზე თავდასხმა, საპროტესტო აქციები მოსამართლეების სახლებთან, რაც დანაშაულია და დღემდე გამოუძიებელია. ის ზეწოლა კი, რომელსაც განგრძობითი ხასიათი აქვს წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოზე, დღემდე არის გამოუძიებელი და დაუდგენელია პირები, ვინც ამ ზეწოლას ახორციელებდა,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაში(video) ლევან ვარშალომიძემ ბეშუმში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა სცადა
შემდეგი სტატიანაციონალურმა მოძრაობამ ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ჩოლოყაშვილი წარადგინა