ლევან ვარშალომიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ლევან ვარშალომიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. “ენმ”-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ვარაშალომიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. მისი თქმით, პროტესტი იმ კონკრეტულ დღღეს მოქალაქის დაჯარიმებას არ გამოუწვევია და ეს იყო ბოლო წვეთი იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რომელიც ბოლო 5 წელია რეგიონშია. ვარშალომიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება და პასუხისმგებელი პირები გამოსულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ მოსახლეობას, ისინი სირაქლემის პოზაში ჩადგნენ. მისი აზრით, ბათუმში ღამით განვითარებული მოვლენები, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებში შედიოდა. ლევან ვარშალომიძე განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს თავის დროზე უნდა შეესრულებინა დაპირება და 6 ადამიანი გაეთავისუფლებინა, ამის ნაცვლად კი პოლიციამ ხალხს სპეციალური დანიშნულების რაზმი დაუპირისპირა.

„ამის შემდეგ აქციაზე გამოჩნდა ჯგუფი, სუს-ის მიერ მართული, რასაც შემდგომში მოჰყვა ის ვანდალური ფაქტები, რაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია,“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის თანამშრომლის ოჯახში ადასტურებენ, რომ ბათუმში დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა, ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო
შემდეგი სტატიასუს-ი აკეთებდა ყველაფერს, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას – ელგუჯა ბაგრატიონი