სუს-ი აკეთებდა ყველაფერს, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას – ელგუჯა ბაგრატიონი

სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააჟღერეს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ორი დღის წინ მომხდარი არეულობის მიზეზი სწორედ ძალოვან უწყებებს შორის დაპირისპირება გამხდარიყო.

„დაპირისპირება დაწყებულია ერთი თვის წინ, რაც საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ სუს-ის თანამშრომელი დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. სუს-ის ეს თანამშრომელი არის ყიფიანი, თავის ძმებთან ერთად იქნა დაკავებული და გადაყვანილი. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის. სწორედ ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის დისკრედიტაცია, სუს-ი აკეთებდა ყველაფერს, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას. სწორედ მშვიდობიანი აქციის გაგრძელება იყო ვანდალიზმით, რომელიც 12 საათის შემდეგ განვითარდა, იყო სუს-ის მიერ ინსცენირებული,“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
შემდეგი სტატია„მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი“