ლევან თარხნიშვილი: პარლამენტში შესვლა ბრძოლის გაგრძელების ერთადერთი სწორი გზაა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან თარხნიშვილი  სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ხელახლა გაიხსნა დისკუსია.

“კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას – ეს იყო და არის განვითარებისა და ბრძოლის გაგრძელების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც არ გამორიცხავს სხვა მეთოდების გამოყენებას ან ახლა ან მომავალში. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი: ეს არ იყო არავის ახირება ან ხუშტური. გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონსულტაციების შემდეგ და ღიად. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა (როგორც ვატყობ, გაგების პრობლემაა, ამიტომ, დამარცვლილად ჩამოვთვლი) – ა) პოლიტიკური საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ბ) მომავალი პარლამენტის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. გ) ენმ-ის საპარალამენტო კანდიდატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. დ) თბილისის და რეგიონალური პარტიული აქტივის უმრავლესობამ”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერიმ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : ჩვენ გველოდება გამარჯვება პანკისელებთან, აზერბაიჯანელ, სომხურ თემებთან, ოს მოქალაქეებთან და აფხაზებთან ერთად