ჯონ კერიმ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადება ჯონ კერიმ ახალ ზელანდიაში ვიზიტისას გააკეთა.

“მსურს მივულოცო არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვუსურვო ამერიკელ ხალხს, მას და მის ოჯახს წარმატება იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასალახად, რომლებსაც ის, ვიმედოვნებ, შეხვდება ისეთივე სულისკვეთებით, რომელიც ახასიათებს ყველა პრეზიდენტს, იქნება ის რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, ჩვენი ხალხის ინეტერების დასაცავად და ქვეყნის ღირებულებების შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ჯონ კერიმ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ღირებულებები უცვლელი რჩება. მან ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი და კონსტრუქციული გადაცემის ტრადიციაზე ისაუბრა. ჯონ კერიმ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდა, 20 იანვრამდე გააგრძელონ მუშაობა უცვლელ რეჟიმში ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, უსაფრთხოების დასაცავად.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და იღუმენია ელისაბედი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიალევან თარხნიშვილი: პარლამენტში შესვლა ბრძოლის გაგრძელების ერთადერთი სწორი გზაა