ლევან სამუშია: არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გადააყოლეს შეთანხმებას

“ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იმართებოდა წარმოუდგენელი უპატივცემულობა განახორციელა “ქართულმა ოცნებამ”, მაშინ როცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ მოვიდა. მათ წინა დღით ხელი მოაწერეს არალევერანტულ დოკუმენტს, რომელიც განხილვაშიც არ ყოფილა. ამით ისინი ცდილობდნენ თავი აერიდებინათ შეთანხმებაზე ხელის მოწერას.

საუბარია პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებულ აღქმულ საკითხებზე, ეს კი პირდაპირ მანიშნებელია, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. ასევე, რეალურად გამოჩნდა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. ამ ვითარებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ შეთანხმებით “ქართულმა ოცნებამ” აღიარა მარცხი.

არჩილ თალაკვაძეს დაატოვებინეს თანამდებობა. მას არ აპატიეს ეს შეთანხმება. არ აპატიეს ის, რომ აღიარებულია უკვე საქვეყნოდ პოლიტპატიმრების არსებობა. ხელი შეაწმინდეს თუ მას დააბრალეს, ეს სხვა საკითხია მაგრამ ცალსახაა “ოცნებამ” და ივანიშვილმა არ აპატია არჩილ თალაკვაძეს მიღწეული შეთანხმება რომელიც, ჩვენი ფასილიტატორი ელჩებისა და დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დაიდო.” – ლევან სამუშია

banner
წინა სტატიაშიმელია ოპოზიციას: თუ ოცნება ამნისტიაში მოძალადეებს ჩაწერს, კენჭისყრაში არ მიიღოთ მონაწილეობა
შემდეგი სტატიახუხაშვილი თალაკვაძის გადადგომაზე: ივანიშვილმა ვერდიქტი გამოიტანა