მელია ოპოზიციას: თუ ოცნება ამნისტიაში მოძალადეებს ჩაწერს, კენჭისყრაში არ მიიღოთ მონაწილეობა

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება პრინციპების დონეზეც კი, პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს მოძალადეებზეც. ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, პირველ რიგში, ხელმომწერებს.

ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ და გააკეთონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას ქართული ოცნება გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ლაპარაკობს, აგერ, ბატონი კობახიძე, თალაკვაძე, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, რომელზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც, პოტენციურად, შეიძლება საქმე აღიძრას.

20 ივნისის გადაფურცვლა არავის გამოუვა. მე მგონია, რომ ქართული ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს და მე მათ არ განვიკითხავ, გამორიცხულია და არც ვაკრიტიკებ, თუკი ისინი დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის, სამწუხაროდ, უშედეგო და ქართული ოცნება მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში, მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში.

ნაციონალური თავმჯდომარის კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიქრონიკა+: ივანიშვილმა თალაკვაძე ნაციონალებთან ფარული მოლაპარაკებების გამო გააგდო
შემდეგი სტატიალევან სამუშია: არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გადააყოლეს შეთანხმებას