ხუხაშვილი თალაკვაძის გადადგომაზე: ივანიშვილმა ვერდიქტი გამოიტანა

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“ჩვენთან ისეთი სისტემაა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს არც თალაკვაძის და არც სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირის გადადგომას. რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს არის ტრაგიკომედია“, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „თაიმერთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა.

ხუხაშვილის თქმით, სწორედ ივანიშვილმა გამოიტანა ვერდიქტი.

„ჩვენთან ისეთი სისტემაა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს არც თალაკვაძის და არც სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირის გადადგომას. რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს არის ტრაგიკომედია. თუ ჩვენ დროსა და სივრცეში კავშირებს დავინახავთ, ყველაზე რეალისტური ვერსიაა, რომ ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კულისებში რაღაც მოხდა, ვიღაცამ ხელი შეახოცა (თალაკვაძეს), ვიღაცამ ხალიჩის ქვეშ რაღაც ილაპარაკა, ბოლობოლო ეს ამბავი მივიდა „უზენაესთან“ და მან თავისი ვერდიქტი გამოიტანა. ივანიშვილის გარდა სხვას ვის შეეძლო თალაკვაძის მოხსნა.  ის ერთადერთი ადამიანია ვისაც შეუძლია ამ ტიპის გადაადგილება განახორციელოს საქართველოში. იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე  დამლაგებელსაც კი ვინმე გაათავისუფლებს“, – ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი უმრავლესობის დაშლის შესაძლო სცენარზე საუბრობს და განმარტავს, რომ  კალაძეს დამოუკიდებელი თამაშის რესურსი აქვს.

„თალაკვაძე რაღაცნაირად კალაძესთან კავშირში მოიაზრება. თუ კალაძე დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებას გადაწყვეტს, რისი თეორიული შანსიც არის, მას აქვს რესურსი, რომ 10 კაცამდე უმრავლესობას ჩამოაშოროს, 6 დეპუტატი, რომელიც უკვე გახარიას გუნდში და პლუს 10 დეპუტატი, რომელიც კალაძის გუნდში გადავა, ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობა იშლება, რადგან ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატი არ ეყოლება. თუ უმრავლესობა დაიშალა, რიგგარეშე არჩევნები ბევრად უფრო ახლო პერსპექტივა იქნება. ასე, რომ თეორიულად შესაძლებელია პროცესების ფორსირება. თუმცა თალაკვაძის განცხადება იმდენად უცნაური და რა შუაშია იყო, მის განცხადებას ისევ მისი ლექსები სჯობს“, – აცხადებს ხუხაშვილი

კითხვაზე არის თუ არა ეს ხელოვნურად მართული პროცესი ხუხაშვილი გვპასუხობს:

„არ მგონია, რომ ასეთი გეგმა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა თუ ის დაინახავს ამის საჭიროებას, მას შეუძლია ითამაშოს. პრინციპში, ის პოლიტიკური ცენტრების ახალი ფლანგები, რაც შეიძლება გაიხსნას ახლო პერიოდში, ივანიშვილს მასზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტი აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, მაინცდამაინც „წელში გამოყვანილად“ ვერ გამოიყურება. ის შეცდომები, რაც მათ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ადამიანურადაც დაუშვეს მელიასთან მიმართებით, გულდასაწყვეტია. თუ ამის შემდეგ სწორი გზით სიარულს ეცდებიან, რაღაც შანსები აქვთ, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ოპოზიციის წარმატების უზრუნველყოფა ამ ფრთას არ შეუძლია. უფრო სერიოზული ფაქტორი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს, არის ისევ „ქართული ოცნებიდან“ გამოსული ნაწილები იგივე  გახარია და სხვები,რომლებიც „ოცნებას“ ხმებს წაართმევენ და არ მისცემენ საშუალებას, რომ 43%-იანი ბარიერი გადალახოს“, – თქვა ხუხაშვილმა.

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მისი ადგილი პარლამენტის დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია: არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გადააყოლეს შეთანხმებას
შემდეგი სტატიამელია: ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა