ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ განწესებას მხარი არ დაუჭირა ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა

ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ განწესებას კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა მხარი არ დაუჭირა. როგორც გელაშვილმა განაცხადა, მურუსიძის უვადოდ განწესებას მხარი მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე არ დაუჭირა.

“მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე არ დავუჭირე მხარი. ასე ჩავთვალე სწორად”, – განაცხადა გელაშვილმა.

მუსრუსიძის უვადოდ განწესების წინააღმდეგ წავიდა ასევე არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. რაც შეეხება კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს, მან ბიულეტენი გადახაზა, რომელიც გაბათილდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ პროცესი იყო უკანონო.

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განმწესდა. კენშისყრისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა.ერთი ხმა ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო ორი იყო წინააღმდეგი.

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა. ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. მან კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94 მიიღო.

banner
წინა სტატიაში71 წლის ფრანგი ატლანტიკის ოკეანეს კასრით გადაცურავს
შემდეგი სტატია,,ადამიანები, რომლებიც მორალურ კონფლიქტში არიან ჩვენს საზოგადოებასთან, სასამართლოს უნდა მოშორდნენ”