71 წლის ფრანგი ატლანტიკის ოკეანეს კასრით გადაცურავს

ატლანტიკის კასრით გადაცურვა ისე, რომ მხოლოდ ოკეანის დინება გამოიყენოს – ასე გადაწყვიტა ფრანგმა ჟან-ჟაკ სავინმა. “კასრი” ჰერმეტულად დახურულია, მასშია საწოლი, ხელსაბანი, საჭმლის და ინვენტარის შესანახი ადგილია. ჟან-ჟაკმა იეროდან დაიწყო მარშრუტი, რომელიც კანარის არქიპელაგში ყველაზე პატარა კუნძულია. მისი გათვლით, მან ანტილის კუნძულებს სამ თვეში უნდა მიაღწიოს.

“ამინდი კარგია, ტალღის სიმაღლე ერთი მეტრია და 2-3კმ/სთ-ით ვმოძრაობ” – ფრანგმა სააგენტო “ფრანს პრესს” ტელეფონით შეატყობინა. ჟან-ჟაკს “კასრში” ორი ბოთლი ღვინო აქვს შემონახული, თეთრი – ახალი წლის და წითელი – საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, რომელიც 14 იანვარს აქვს

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა
შემდეგი სტატიალევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ განწესებას მხარი არ დაუჭირა ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა