,,ადამიანები, რომლებიც მორალურ კონფლიქტში არიან ჩვენს საზოგადოებასთან, სასამართლოს უნდა მოშორდნენ”

ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა არის ჩვენი საზოგადოების და პარლამენტის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა მიღებული. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე უვადოდ დაამტკიცა. ვფიქრობ, ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი პარლამენტის და მე ვფიქრობ ეს პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ეს ჩარხი უკან მობრუნდეს. ეს ამოცანა აქვს პარლამენტს. ადამიანები, რომლებიც მორალურ კონფლიქტში არიან ჩვენს საზოგადოებასთან, უნდა მოშორდნენ სასამართლოს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა. ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. მან კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94 მიიღო.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ განწესებას მხარი არ დაუჭირა ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე – კანონის შემოღება სიყვარულის ნაკლებობამ განაპირობა