ლევან მურუსიძე – მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და მინდა, ეს დღეს დავამტკიცო, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ლევან მურუსიძეს ჰკითხა, არის თუ არა იმ კლანის წევრი, რომელიც მართავს სასამართლოს, რაზეც მურუსიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის სიმართლე.

„ჩვენ მოგვდევს შლეიფი, რომ ეს არის სიმართლე და სასამართლოს ლიდერი ამ თემებზე ვარ მე. თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, ჰკითხეთ, რა ხერხებით ვახდენ მათ დაშინებას, აქვთ თუ არა შიში ჩემს მიმართ, რომ ასე ერთ პოზიციაზე არიან ყველანი. ამ კლანებზე საუბარი უსაფუძვლოა. რაც შეეხება ჩემს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მე სააკაშვილთან ორჯერ ვარ შეხვედრილი ფიცის დადების დროს, არასდროს შევხვედრივარ ადეიშვილს. ერთადერთი ბეჟუაშვილს ვიცნობ, რადგან მისი ძმა ჩემი კლასელია, ლეგენდები ასე დადიოდა. მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და მინდა, ეს დღეს, ამ სხდომაზე დავამტკიცო იმ არამოსამართლე წევრებთან, რომელებიც გამოდიან და საუბრობენ ჩემზე ათას რაღაცას”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუა მდინარაძის თქმით,მმართველ გუნდში უთანხმოებაა
შემდეგი სტატიაჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო