ჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო

ჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო და გავაფორმეთ, სამი თვის შემდეგ კი მე გავხდი მურუსიძე, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, მასზე უარყოფითი საუბრები დაიწყო მაშინ, როდესაც გახდა საბჭოს მდივანი და ჩამოყალიბდა სასამართლოს ლიდერად.

„არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იძახდნენ, ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებისგან იმით უნდა ვიყოთ განსხვავებული, რომ არ უნდა გავუშვათ ეს მოსამართლეები ვადაზე ადრე, მაგრამ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ სააკაშვილის პერიოდში, არ უნდა დატოვონ თანამდებობა. ჩემს გარშემო გაერთიანდა სასამართლო კორპუსი, წამოვიდა დარტყმები. მე მეტსაც გეტყვით, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ ასეთი დარტყმები წამოვიდოდა, ჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო და გავაფორმეთ. სამი თვის შემდეგ კი, მე გავხდი მურუსიძე”, – განაცხადა მურუსიძემ

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე – მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა ეკა ბესელიას გადადგომას პარტიის დაშლად შეაფასა