მამუა მდინარაძის თქმით,მმართველ გუნდში უთანხმოებაა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოებაა, მაგრამ კარგია, რომ ეს პრინციპების დონეზე არ არის.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, არავინ დაობს იმაზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, ასევე სასამართლოს სისტემაში სერიოზული პროგრესია.

„კონკრეტულ საკითხებსა და გადაჭრის გზებზე გაუგებრობა დღესაც დაფიქსირდა, თუმცა ამაზე კონსენსუსი მიიღწევა. გუშინ გუნდმა და პარლამენტმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღნიშნული საკითხი ფორსირებულ და ნაჩქარევ რეჟიმში არ განხილულიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე – მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს