ლევან კობერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2019 11:22

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კოლეგებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ.

ამასთან, კობერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს.

„ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით. დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში და არა ეს ფასადური შაპიტოს ცირკი – პირველი ნაბიჯით კონსტიტუციაში ცვლილებების გზით უნდა დაიშალოს იუსტიციის საბჭო“, – წერს ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, ლევან კობერიძე ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმისა და დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას მიმართავს – „ქალბატონო თამარ, არ მჯერა, რომ თქვენ „ცუდი“ იყავით და ახლა „კარგი“ გახდებით“.

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2019 11:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics