“თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს” – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი, რომელიც მის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების საქმეს უკავშირდება, რამდენიმე დღეა ერთ-ერთი მთავარი თემაა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობა თავადაც სკეპტიკურადაა განწყობილი პრეზიდენტის გადადგმული ნაბიჯების მიმართ, ამიტომ, იმპიჩმენტის საკითხი, დღის წესრიგში, შესაძლოა, მართლაც დადგეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოცემულ მომენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება გამოძიების შედეგებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.

ანრი ოხანაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ნებისმიერი პირი და მათ შორის, პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს, თუ საგამოძიებო ორგანო ამას საჭიროდ ჩათვლის.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 აგვისტოსთვის საქართველოს პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორისაა მკვლელობისა და ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ხოლო პროკურატურამ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს
შემდეგი სტატიალარი გაუფასურებას განაგრძობს