აფგან მუხთარლიმ შიმშილობა დაიწყო

საქართველოდან გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მუსტაფაევა ამბობს, მუხთარლის დიაბეტი აქვს, ამიტომ შიმშილობის გამო მისი კომაში ჩავარდნის რისკი მაღალია.

მისივე ინფორმაციით, მუხთარლი სამარტოო საკანში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობაზე მუსტაფაევა პასუხისმგებლობას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობას აკისრებს.

“ორივე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობა პასუხისმგებელია იქნება, თუ ის გარდაიცვლება. იმიტომ, რომ ის გაიტაცეს და არალეგალურად გადააგზავნეს აზერბაიჯანში საქართველოს მთავრობის პირთა მითითებით,”-წერს ლეილა მუსტაფაევა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად იბრძვის – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიალევან კობერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს