ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს – შალვა ხაჭაპურიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დაკითხვა იწყება. სასამართლოში ყიფიანი ადვოკატთა ერთად მივიდა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

“მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც შეიტანს აბსოლუტურად ახალ გარემოებებს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ. ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩანაწერი, ნაწილი რომელიც იყო, სანამ ინტერვიუს მიცემდა ბატონი ოქუაშვილი. ჩვენ ვფიქრობთ და მას მიაჩნია, რომ იყო მონტაჟი, ამოჭრილი, გადაკერებული და იმედი გვაქვს, რომ ამას გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

banner
წინა სტატიაშისოსო ფხაკაძე- „არ მინახავს ასეთი ადამიანი ეთქვას, რომ ჩვენ ზეწოლას ვგრძნობთ დღევანდელი ხელისუფლებისგან“
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილის ადვოკატებს მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ ახალი დოკუმენტაცია გაეგზავნათ