ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ ახალი დოკუმენტაცია გაეგზავნათ

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

2018 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ივანემერაბიშვილის ადვოკატებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩატარებული სამედიცინოკვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები გაუგზავნა (25ფურცელი და 3 CD დისკი მატერიალური სახით). აქვე აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულივანე მერაბიშვილის უფლებების დამცველებს სპეციალურმა პენიტენციურმასამსახურმა აღნიშნული დოკუმენტაციის ხელზე გატანაც შესთავაზა, თუმცა ისინიდოკუმენტების მისაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულან.რაც შეეხება 2018 წლის 20 სექტემბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურებისამსახველი სამედიცინო ჩანაწერების ასლებს, ისინი სხვადასხვა დროს, 13.09.2018წ.N841990 და 19.09.2018წ. N860607 წერილებით იქნა ასევე მიწოდებული. ადვოკატებისათვის დღეს გაგზავნილი „ავერსის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციისთანახმად, რომელიც 26 სექტემბრით თარიღდება (სამედიცინო დოკუმენტაცია NIV-100/ა),ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერისსინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, იმავედოკუმენტის თანახმად თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს.სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულისადვოკატებს, პატივი სცენ პაციენტის უფლებებსა და სამედიცინო კვალიფიციურიპერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს – შალვა ხაჭაპურიძე
შემდეგი სტატიაქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა