სოსო ფხაკაძე- „არ მინახავს ასეთი ადამიანი ეთქვას, რომ ჩვენ ზეწოლას ვგრძნობთ დღევანდელი ხელისუფლებისგან“

ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძემ დღეს ჟურნალისტების კითხვას ხომ არ განიცდის ბიზნესი რაიმე ზეწოლას უპასუხა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არასდროს არავის უთქვამს, რომ რაიმე ზეწოლას გრძნობს.

„ჩვენი წევრები არიან ძალიან დიდი ნაწილი ქართული ბიზნესის. მე არ მინახავს ასეთი ადამიანი, რომ ვინმეს ეთქვას რომ ჩვენ ზეწოლას ვგრძნობთ დღევანდელი ხელისუფლებისგან. ჩვენ ყოველთვის შევეცდებით დავიცვათ ჩვენი წევრების ობიექტური ინტერესები – ამას მინდა ხაზი გაუსვა, ნებისმიერი ხელისუფლების პირბებში”. – განაცხადა სოსო ფხაკაძემ

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის დედულეთში ჩამოსვლის უფლება არ აქვს – სალომე ზურაბიშვილს ადიგენში ხმაურით დახვდნენ
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს – შალვა ხაჭაპურიძე