შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა იმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: გრიგოლ ვაშაძე როგორც პოლიტიკოსი, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს