ლევან იზორია – სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ კონკრეტული გეგმა

იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე, – ამის შესახებ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,შეკავება ორი კომპონენტის ერთობლიობას ნიშნავს, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო კომპონენტისას, ანუ ისეთი მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ძვირად დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად ისე სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა მარტო შეკავება არ არის მთავარი, მთავარია თავდაცვაც. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე, მაქსიმალურად იქნეს სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში“, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი – არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ
შემდეგი სტატიანათია თურნავა – ვერ ვხედავთ წინაპირობას, რომ საქართველოში პური გაძვირდეს