ნათია თურნავა – ვერ ვხედავთ წინაპირობას, რომ საქართველოში პური გაძვირდეს

ჩვენ ვერ ვხედავთ წინაპირობას იმისთვის, რომ საქართველოში პური გაძვირდეს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით.

„უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური ჯგუფი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თუკი რამე პრობლემა დაიბადა, მზად ვართ, მათთან საკონსულტაციოდ.

გარდა ამისა, ვქმნით კონკურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს, კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემთ საშუალებას, რომ პირიქით, შეამცირონ თავისი დანახარჯები და კვლავ შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასები“,- განაცხადა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია – სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ კონკრეტული გეგმა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის პასუხებს რამდენიმე დეპუტატი უსმენს