ივანე მაჭავარიანი – არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ

ვადასტურებ, რომ არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციების გადახედვას შეძლებს.

„ვიტოვებ იმედს, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს და თავის თავში იპოვის ძალას, თუ საჭიროა, გადახედოს რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია, სრულად განვსაზღვროთ ამ რეგულაციების ეფექტი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს აღნიშნული რეგულაციების ეფექტი მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ამ რეგულაციების შესუსტება, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, ძირითადში, ამ სულისკვეთებას მთავრობაც იზიარებს.

„რეგულაციების გადახედვაზე მიდის მსჯელობა და მუშაობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც არის კონსულტაციები. მგონია, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის, თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე, მიგვანიშნებს, რომ შეიძლება, მოგვიწიოს გადახედვა. მე პირადად ამის მომხრე ვიქნები“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: “ნატომ პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”
შემდეგი სტატიალევან იზორია – სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ კონკრეტული გეგმა