ლევან იზორია : მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს პირამიდა – სათავეში ნაკლები უფროს ოფიცერთა საშტატო კატეგორია და დაბალ რგოლზე მეტი უმცროს ოფიცერთა კატეგორია

უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიციერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან უწყებაში განხორციელებულ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის იდენტიფიცირებაც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მოვახდინეთ, გახლავთ ბიუროკრატიული აპარატის არსებობა და ე.წ. პირამიდის სისტემის არარსებობა. კერძოდ, უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიციერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ამიტომ მთავარი პრინციპია ყველა სამხედრო სტრუქტურაში უზრუნველყოფილი იყოს პირამიდა – ანუ სათავეში რაც შეიძლება ნაკლები უფროსი ოფიცერთა საშტატო კატეგორია და რაც შეიძლება მეტი უმცროს ოფიცერთა კატეგორია დაბალ რგოლზე, რათა მათ ჰქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ჩვენმა ოპტიმიზაციამ ასევე მეორე პრინციპულ ამოცანად დაისახა ამ საშტატო რაოდენობის შემცირება, რომელიც რიგ შემთხვევაში ხელოვნურადაც იყო შექმნილი. ამან გამოწვია მთელი რიგი დეპარტამენტების, სამმართველოების სტანდარტიზაცია“, – განაცხადა იზორიამ და განხორციელებულ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციაზე ვრცლად ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად თავდაცვის სამინსიტრომ 32 მილიონი ლარი დაზოგა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას საქართველოში დავიწყებული, არამედ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული
შემდეგი სტატიასასამართლომ დაადასტურა, რომ “დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს დარღვევებს ჰქონდა ადგილი