პრეზიდენტი – რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას საქართველოში დავიწყებული, არამედ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული ენა, რომლითაც ვურთიერთობთ აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან, არ უნდა იყოს მივიწყებული, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული.

„არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში და ბევრად მეტად უნდა იყოს გამოყენებული ერთიანი მესიჯის მისატანად. თუ ჩვენ დავტოვებთ აფხაზებს, ოსებს და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ერთი-ერთზე (კიდევ ერთხელ, არა ცუდ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან, რომელიც კარგად და ეფექტურად მუშაობს), მაშინ არ ვიცი, რის ხარჯზე ვაპირებთ ამ ადამიანების ინტეგრაციას. ასე რომ, ჩემი აზრით, რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას დავიწყებული საქართველოში, არამედ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, „როდესაც შენ გაგაჩნია ძალა და სიმართლე, შენ არ უნდა ჩახსნა ამ სიმართლის გავრცელების საშუალებები“.

banner
წინა სტატიაშითურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიალევან იზორია : მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს პირამიდა – სათავეში ნაკლები უფროს ოფიცერთა საშტატო კატეგორია და დაბალ რგოლზე მეტი უმცროს ოფიცერთა კატეგორია