სასამართლომ დაადასტურა, რომ “დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს დარღვევებს ჰქონდა ადგილი

სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ უჩა ძოძუაშვილის “დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დასტურდება, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი – მისი გათავისუფლება თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანებით მოხდა. პირადადაც დავინტერესდი იმ პროცედურებით, თუ როგორ მოხდა მისი გათავისუფლება – ჩამომიყალიბდა შინაგანი რწმენა და ეს რწმენა სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ და უკვე ჩემი ბრძანებით აღნიშნული პიროვნება აღდგენილი იქნება სამხედრო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.

უჩა ძოძუაშვილი “დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს პირამიდა – სათავეში ნაკლები უფროს ოფიცერთა საშტატო კატეგორია და დაბალ რგოლზე მეტი უმცროს ოფიცერთა კატეგორია
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას საკრებულოში ელოდებიან