ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, ტექნიკის მითვისებას კიკაბიძე და გადაბაძე აპირებენ

“მაესტროს” გენერალური დირექტორის ადვოკატის განცხადებით, ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადება, რომ გაჩეჩილაძე ტექნიკის ძალისმიერი მეთოდებით მითვისებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ირაკლი კორძახიას თქმით, ტექნიკა ისედაც ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის და ის მხოლოდ სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას აპირებს.

“ტექნიკა ისედაც “მაესტროს” საკუთრებაა, მდებარეობს იჯარით აღებულ შენობაში, შესაბამისად, არსად წაღების აუცილებლობა არ არის. რაც შენია, იმას ვერ მიითვისებ. ამ შემთხვევაში, სხვა რაღაც ხდება. კიკაბიძე და გადაბაძე აპირებენ ტექნიკის მითვისებას და ამის გამოყენებით უნდათ მაუწყებლობის განხორციელება. რაც შეეხება შენობაში შესვლას, ლევანმა გააკეთა განცხადება, რომ მხოლოდ სამართლებრივი მეთოდებით იმოქმედებს”, – განუცხადა “პირWელს” ირაკლი კორძახიამ.

ცნობისათვის, “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე შენობაში ძალით შესვლას და ტექნიკის წაღებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიათსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის ერთსაათიან ვადას აძლევს