თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის ერთსაათიან ვადას აძლევს

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომისთვის ერთსაათიან ვადას აძლევს.
როგორც თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პატაა ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა 15:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად სხვა სტუდენტებიც დაიწყებენ.
მისივე თქმით, თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან ვლადიმერ პაპავას გადადგომა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.
ამ დროისთვის თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია დროებით შეწყვეტილია და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქცია განახლდება

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, ტექნიკის მითვისებას კიკაბიძე და გადაბაძე აპირებენ
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ