პარლამენტის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის გამოსვლას მოჰყვა.

ბარამიძე ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრობდა. მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი გააკრიტიკა და ურჩია, რომ თავზე ხელი არ უნდა გადაუსვას ხელისუფლებამ დამნაშავეებს.

მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, კოლეგებს ლუკა კურტანიძემ მიმართა, თუმცა მისი საუბრის შეწყვეტა ფიზიკურმა შეხლა-შემოხლამ გამოიწვია. ერთმანეთს მიხეილ მაჭავარიანი და ომარ ნიშნიანიძე დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაში“დანაშაული არის ის, რაც ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს”
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, ტექნიკის მითვისებას კიკაბიძე და გადაბაძე აპირებენ