ლევან ბერძენიშვილი: მანანა კობახიძეს ბრიჯიდ ბარდო ჯობია

news
ავტ.: news მაისი 13, 2016 16:38

ლევან ბერძენიშვილი: მანანა კობახიძეს ბრიჯიდ ბარდო ჯობია

ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა, ვინაიდან, მას არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის. – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მიუხადავად იმისა, რომ მანანა კობახიძე „ცუდი“ქალი არ არის, ის თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანი და თავაზიანი, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის.“- განაცხადა დეპუტატმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ კითხვაზე – კობახიძე თუ ვიღაცა, ახლა უკვე ბრიჯიდ ბარდოს ამჯობინებს.

„ვიცე-სპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას – მეჭიაური თუ ბერძენიშვილი. ვინაიდან, დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა, ის თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევს. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე – კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიდ ბარდო ჯობია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

news
ავტ.: news მაისი 13, 2016 16:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics