“გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაგდება სურს, მნიშვნელოვანია”

საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისადმი ინტერესი დიდია და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის, – ამის შესახებ კარნეგის ცეტრის ხელმძღვანელმა, თომას დე ვაალმა Chatom House – ში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის შეფასებისას, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

თომას დე ვაალის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ სურს საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაგდება, მნიშვნელოვანია.

„საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისადმი ინტერესი დიდია. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ სურს საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაგდება. მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ის განცხადებაც, რომელიც მიხედვითაც, საქართველოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია”, – განაცხადა თომას დე ვაალმა.

უცხოელი ექსპერტის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს დღეს “რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც დასუვეს შეკითხვები და მან საინტერესო პასუხი გასცა.

“მან იმედი გამოთქვა, რომ „რუსთავი 2“-ში არაფერი არაფერი შეიცვლება. პრემიერ-მინისტრმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მიისწრაფის საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ”, – განაცხადა თომას დე ვაალმა.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირთა ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: მანანა კობახიძეს ბრიჯიდ ბარდო ჯობია