“არაგულწრფელობას ვხედავ მის გამოსვლაში”- მანანა კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე

rezonansi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გააქტიურება კითხვის ნიშნებს აჩენს.

კობახიძეს ეჭვი აქვს, რომ პაატა ბურჭულაძე ვიღაცის დავალებას ასრულებს.

“სამწუხაროა, რომ პაატა ბურჭულაძე, საკმაოდ ცნობილი პიროვნება ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს ხედავს რაღაც პრობლემებს, გამოდის ხმამაღალი განცხადებებით და თვლის, რომ სწორედ ახლა დადგა მისი პოლიტიკურად გააქტიურების დრო, იმიტომ, რომ თურმე, ქვეყანა ინგრევა და ამ დროს, მთელ იმ წინა პერიოდში, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მას არავითარი წუხილები არ ჰქონდა. თურმე, მისთვის უფრო მისაღები გამოდის ის 9 წელი. მე სამწუხაროდ, მაშინ, მისი პოზიცია არ გამიგია. არაგულწრფელობას ვხედავ მის გამოსვლაში და ასევე მგონია, რომ ის ვიღაცის დავალებას ასრულებს”,- განაცხადა კობახიძემ.

საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში ოფიციალურად მოსვლის შესახებ 12 მაისს განაცხადა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: მანანა კობახიძეს ბრიჯიდ ბარდო ჯობია
შემდეგი სტატიაყოფილი პატიმარი ციცო საბაშვილი მთავარ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს