“ლექსოს სული სანთელივით ანთებული იყოს მომავალი თაობებისთვის, რომ ერთობის მუხტი არ ჩაქრეს”

“თუ ლექსოს წასვლა იქნება სიმბოლური დასაწყისი მეტი ერთობისა და ჯერჯერობით გადასალახავი პროგრესის საწინდარი, ღმერთმა ქნას და ლექსოს სულს ამას ვუსურვებ” – ამბობს მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე.

“თუ ლექსოს წასვლა იქნება სიმბოლური დასაწყისი მეტი ერთობისა და ჯერჯერობით გადასალახავი პროგრესის საწინდარი, ღმერთმა ქნას და ლექსოს სულს ამას ვუსურვებ. რომ სანთელივით ანთებული იყოს იმისთვის, რომ ჩემ თაობაში, მომავალ თაობაში და სხვა პროფესიის ადამიანებშიც მუხტი არ ჩაქრეს და წინ წავიყვანოთ ეს ქვეყანა. მე რაც 5-6 ივლისს ვნახე და ზოგადად ვუყურებ, ვერ ვხედავ იმ ტემპს, როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდა და მომავალს ვხედავდი უფრო ფერადს, აი ასეთი ფერადი მომავლის მოწინააღმდეგეების მსხვერპლია ეს ვაჟკაცი ბიჭი”,-თქვა ნიკოლოზ რაჭველმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი მედიას ძალადობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“მე რასაც ვუყურე მასალას, ერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც ასევე კონტექსტიდან იყო მოჭრილი”