“მე რასაც ვუყურე მასალას, ერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც ასევე კონტექსტიდან იყო მოჭრილი”

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ 5 ივლისს რადიკალური და ჰომოფობიური დაჯგუფებების აქციაზე, ძალადობისკენ მხოლოდ ერთი სასულიერო პირი მოუწოდებდა. მისი მტკიცებით, სასულიერო პირების მხრიდან მოწოდებები “კონტექსტიდან იყო მოჭრილი”.

მეუფე ნიკოლოზი ასევე ამბობს, რომ ძალადობისკენ მოწოდება დასჯადი უნდა იყოს, “მაგრამ ძალიან განსამარტია რას ნიშნავს ძალადობა”.

“ძალადობისკენ მოწოდება დასჯადია საერთოდ, მე ასე ვფიქრობ. სასულიერო პირებს თქვენ ვერ ხედავდით, მე რასაც ვუყურე მასალას, ერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც ასევე კონტექსტიდან იყო მოჭრილი და რა თქვა იმ ადამიანმა, ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სასულიერო პირი თუ ძალადობისკენ მოუწოდებს, ეს დასჯადია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვიღებთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოგვეთხოვება არ მოვუწოდოთ ძალადობისკენ, მაგრამ ძალიან განსამარტია რა არის ძალადობა”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაში“ლექსოს სული სანთელივით ანთებული იყოს მომავალი თაობებისთვის, რომ ერთობის მუხტი არ ჩაქრეს”
შემდეგი სტატიაგრიგოლია: სტუდიაში შევალ, გადაცემა ლექსოს მიეძღვნება, მერე გადმოვდივართ ქუჩაში