ლექსო თამაზაშვილი: პარტია ქართულ ოცნებას არ ვტოვებ! ეს ჟურნალისტური ფანტაზიის ამბავია

დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და PS-სი გასულ სიუჟეტს „ჟურნალისტურ ფანტაზიას“ უწოდებს.

ამის შესახებ თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია ქართულ ოცნებას ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე ( სხვა დანარჩენი ჟურნალისტური ” ფანტაზიის” ამბავია) და ვფიქრობ , რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!“, – წერს თამაზაშვილი.

გუშინ PS-ში გავიდა სიუეჟტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ “ქართული ოცნების” გუნდს მისი ნათესავებიც ტოვებენ. მათი ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც მაჟორიტარული და არც პროპორციული სიით ყოფილი პრემიერის ცოლის ძმა მონაწილეობას აღარ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს
შემდეგი სტატიაკიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა მებრძოლი დაიღუპა სირიაში