ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს.

როგორც ბრალდებულის ნათესავმა გიორგი ჯიქიამ განაცხადა, ოჯახი გამოძიებას არ ენდობა.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ისინი ასევე გამორიცხავენ ბიძინა კუჭავას კავშირს სხვა გახმაურებეულ საქმეებთან.

პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც გუშინ დილით თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს საერთო სასამართლოები მომზადებული შეხვდებიან
შემდეგი სტატიალექსო თამაზაშვილი: პარტია ქართულ ოცნებას არ ვტოვებ! ეს ჟურნალისტური ფანტაზიის ამბავია