კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა მებრძოლი დაიღუპა სირიაში

სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, სოფელ ბირკიანიდან და 22 წლის მუხმად თურქოშვილი სოფელ ომალოდან.

ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

ორივე ახალგაზრდა სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშილექსო თამაზაშვილი: პარტია ქართულ ოცნებას არ ვტოვებ! ეს ჟურნალისტური ფანტაზიის ამბავია
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება უფროდაუფრო სახიფათო ხდება