ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ- გამოსვენება 15:00 საათზე დაიწყება

TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. ადამიანები, ლაშქარავას საფლავამდე მსვლელობას გამართავენ და დღეს რუსთაველის გამზირზე აღარ შეიკრიბებიან. ინფორმაციას ორგანიზაცია “სირცხვილია” ავრცელებს.

ლექსო ლაშქარავას გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე დაიწყება. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა, ლექსოს დაკრძალვაზე მსვლელობა დაგეგმეს, ისინი მისი სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

banner
წინა სტატიაშიფლანგვის დეტექტორი: 2013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან
შემდეგი სტატიაგაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას