ფლანგვის დეტექტორი: 2013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან

2013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და სარეზერვო ფონდიდან.

2013-2021 წლებში საპატრიარქოს დაფინანსება 4-ჯერ აღემატებოდა სახალხო დამცველის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს.

სახელმწიფოს მიერ საპატრიაროსთვის გადაცემული უძრავი ქონების ფართობი უფრო დიდია ვიდრე მონაკოს, ვატიკანის, ნაურუსა და ტუვალუს ფართობი ერთად აღებული.

სხვადასხვა დროს ეკლესია 44 კომერციულ ორგანიზაციას ფლობდა, რომელთა საქმიანობაც მათ შორის ნავთობის იმპორტთან და ალკოჰოლის წარმოებასთან იყო დაკავშირებული.

თქვენი აზრით, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპასუხს გავცემთ – ინგა გრიგოლია
შემდეგი სტატიალექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ- გამოსვენება 15:00 საათზე დაიწყება