გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს სითი გაზი ასრულებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, მედანის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ,მერის მოადგილე ცოტნე შონიამ,წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან დადიანმა, მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ წალენჯიხაში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი, მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური და დაიქსელა ქუჩები, მოსახლეობა უკვე ბუნებრივი აირით სარგებლობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა.

banner
წინა სტატიაშილექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ- გამოსვენება 15:00 საათზე დაიწყება
შემდეგი სტატია„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს​