“ლელო საქართველოსთვის” მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს ავიაციის ბაზარი

admin
ავტ.: admin თებერვალი 6, 2020 12:19

“ლელო საქართველოსთვის” მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს ავიაციის ბაზარი

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს ავიაციის ბაზარი, ვინაიდან მათი რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მკაცრად და საეჭვოდ ასაიდუმლოებს საავიაციო ბაზარზე არსებული სახელმწიფო სუბსიდიების შესახებ ინფორმაციას.

“ჩვენი რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მკაცრად და საეჭვოდ ასაიდუმლოებს საავიაციო ბაზარზე არსებული სახელმწიფო სუბსიდიების შესახებ ინფორმაციას. ამიტომ მივმართავთ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს საქართველოს საავიაციო ბაზარი და შესაბამისი სახელმწიფო ინტერვენციები. „ლელო საქართველოსთვის“ თავის ხედვებში და სამომავლო გეგმებში დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს საავიაციო ჰაბად გარდაქმნის საკითხს.

გვჯერა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავზარდოთ არა მხოლოდ მგზავრთა ნაკადი საქართველოში და საქართველოდან, არამედ საქართველოს გავლითაც. ამას გარდა, ჩვენ ვიცით, როგორ განვავითაროთ სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრია და როგორ მოვიზიდოთ მულტინაციონალური კომპანიები ამ სექტორში. ასეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად კი აუცილებელ წინაპირობად მიგვაჩნია გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზარი, სადაც თამაშის წესები იქნება სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი. ამიტომ ვითხოვთ ინფორმაციის გასაჯაროებას იმის შესახებ, თუ რომელი ავიაკომპანია რა პირობითა და ვალდებულებით იღებს სუბსიდიას სახელმწიფო უწყებებიდან. ველით კონკურენციის სააგენტოს მყისიერ რეაგირებას.” – აღნიშნულია განცხადებაში.

admin
ავტ.: admin თებერვალი 6, 2020 12:19