სიღნაღში სამუშაოს შესრულების დროს მუშა დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამუშაოს შესრულების დროს მუშა დაშავდა. შემთხვევა სოფელ ანაგაში იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ხევის გაწმენდისთ სამუშაოებს ასრულებდა.

დაშავებული თავდაპირველად წნორის არქიმედეს კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით და მოტეხილობით მოათავსეს, რის შემდეგაც რეანომობილით თბილისში ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს.

“ჩვენთან მოყვანის დროს პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არ აღენიშნებოდა. ვინაიდან მამაკაცს ჰქონდა მოტეხილობა, საჭიროებდა სპეციალურ კლინიკას, რის გამოც თბილისში გადაიყვანეს და იქ აგრძელებს მკურნალობას,” – განაცხადა წნორის არქიმედეს დირექტორმა ოთარ რუაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა
შემდეგი სტატია“ლელო საქართველოსთვის” მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს ავიაციის ბაზარი