ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს“რუსეთის ფედერაცია შემოდგომაზე ამზადებს საქართველოს საარჩევნო – პოლიტიკურ ანექსიას. როგორც ცნობილია, კრემლმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიათა 20%-ის ტანკებით ოკუპირების შემდგომ, დარჩენილ ტერიტორიაზე მეფისნაცვლად მოგვივლინა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც აგრესორებზე არანაკლებ დაამსხვრია ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მოსკოვმა ესეც არ იკმარა და ამჟამად ემზადება, რათა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მასობრივი ფალსიფიცირების, ძალადობის და მოსყიდვის გზით ხელისუფლებაში კვლავ შეინარჩუნოს ივანიშვილის მილიონერთა რეჟიმი, რაც დაამთავრებს საქართველოს შემორჩენილ დამოუკიდებლობასაც კი, გადააქცევს მას კრემლის გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის გამოსაყენებელ სატელიტურ-გეოგრაფიულ სივრცედ.
მთელ ამ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში კოორდინირებს თვით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის განკარგულებითაც მზადყოფნაშია ყველა რესურსი: სპეცსამსახურები, რუსეთში მყოფი ქართველ მილიონერთა უზარმაზარი ფინანსები, პრორუსული მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, მეხუთე კოლონა და კვლავ შენარჩუნებული მაჟორიტარ პარლამენტართა ანტიპატრიოტული კორპუსი.
ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ მათი სატელიტი საქართველოს გაკოტრებული მთავრობის საარჩევნო მხარდაჭერა და მიხვდნენ, რომ კომინტერნის ეპოქა დამთავრებულია.
ვთხოვთ დემოკრატიულ მსოფლიოს, მხარი დაგვიჭირონ ამ უთანასწორო ბრძოლაში.
ჩვენი პარტია დაარსების დღიდან მხარს უჭერდა რუსეთთან კეთილმეზობლურ პოლიტიკას, მაგრამ, სამწუხაროდ, ანალოგიურს ვერც პარტია, ვერც ქვეყანა ვერასდროს გრძნობდა. მათგან, თუმცა რა უნდა იყოს საკვირველი, როდესაც ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ თავის დროზე მათი ყველაზე ერთგული მოკავშირე, კიბოთი დაავადებული ერიხ ხონეკერი მოწინააღმდეგის მართლმსაჯულებას გადასცა გასასამართლებლად”.