ლეგიონ „აზოვის“ ერთ-ერთი მეთაურის ინფორმაციით, რუსეთის არმია ცდილობდა, შტურმით აეღო „აზოვსტალის“ ქარხანა, თუმცა უშედეგოდ

„აზოვის“ ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, ვიდრე ისინი მარიუპოლში რჩებიან, ქალაქი უკრაინას ეკუთვნის. ამის შესახებ განცხადება „ბიბისისთან“ ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა გააკეთა.

მისივე თქმით, მარიუპოლის დამცველები არ აპირებენ დანებებას, თუმცა მზად არიან, ქალაქი იარაღით ხელში დატოვონ, თუ შეთანხმების შესრულების გარანტიას მესამე მხარე გასცემს.

პალამარის განცხადებით, რუსეთის არმია ცდილობდა, შტურმით აეღო „აზოვსტალის“ ქარხანა, სადაც ისინი არიან გამაგრებული.

„ისროდნენ ზღვიდან, მძიმე ბომბებს აგდებდნენ, ზალპუტი ცეცხლის სისტემებიდან ისროდნენ. ცდილობდნენ, ტანკების მხარდაჭერით სამხედრო კოლონით შემოჭრილიყვნენ, თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს აზოვის მეთაურის მოადგილე.

პალამარს არ დაუკონკრეტებია, როდის ცდილობდნენ რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმით დაკავებას.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს
შემდეგი სტატიაკრის კუნსი – დემოკრატია მოითხოვს სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უსაფრთხოებას, ძლიერ ეკონომიკას, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აშშ-მა არაერთხელ დააბანდა ინვესტიციები ამ სფეროებში