ლეღვის ნახარშით დამწვარი 23 წლის მამაკაცი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება

ლეღვის ნახარშით დამწვარი 23 წლის მამაკაცი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას სხეულზე 2-3-ე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ლეღვის ნახარშის საშუალებით გარუჯვა მეგობარმა გოგოებმა ურჩიეს. სეზონის დაწყებიდან დღემდე დამწვრობის ცენტრში სულ 3 პაციენტი შეიყვანეს, რომლებმაც მზის აბაზანების მიღება სწორედ ლეღვის ნახარშით სცადეს, თუმცა სხეული დაიწვეს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ჯაშუშობა” – ზვიად კუპრავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უჩივის
შემდეგი სტატიაპარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, დეფინიცია „ოპოზიცია“ გაჩნდეს